პროპორციული საარჩევნო სისტემა

ოქრიაშვილი: პროპორციული საარჩევნო სისტემა არის მოძველებული და უვარგისი

2 დღეა, ჩვენი საზოგადოება აკვირდება, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესების უგულებელყოფა და ვიწრო პარტიული ინტერესების წინ წამოწევა. პროპორციული სისტემა არის მოძველებული, უვარგისი და რისკების შემცველი საარჩევნო სისტემა. ის არ ამართლებს ევროპაში. ქვეყნები, სადაც ეს სისტემა არის დანერგილი, არიან მუდმივ, პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისში, რაც გამოიხატება პრაქტიკულად ყოველწლიურ რიგგარეშე არჩევნებში: ესპანეთი, ისრაელი, მოლდოვა და ა.შ. მეორე, ტენდენცია ევროპაშიც არის პროპორციული სისტემიდან შერეულზე ან მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი საპარლამენტო სესიაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს განიხილავენ. 10 ნოემბერს კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო, რადგან ქართული ოცნების რიგი მაჟორიტარი დეპუტატები, მათ შორის ოქრიაშვილი, კანონპროექტის მიღების წინააღმდეგები იყვნენ, ამიტომ ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ განხილვა 11 ნოემბერს უნდა გაგრძელებულიყო.

კომენტარები