არჩევნები 2020

ხუნდაძე: [ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავედი], ასე გამოდის

დღეს პროექტი აუცილებლად ჩავარდებოდა, მე გავაფრთხილე პირველ რიგში მმართველი გუნდი და შემდეგ ოპოზიციაც. ჩემი და ჩემი თანაგუნდელების, მომხრეების, თანამოაზრეების სურვილია, გავიდეთ შედეგზე, მაგრამ ნაკლები რყევების ხარჯზე.

ასე გამოდის [რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავედი ამ ნაბიჯით]

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება. ამის გამო, კანოპროექტის კენჭისყრა გადაიდო - ხვალ ქართულ ოცნებაში კონსულტაციები უნდა გაიმართოს. ჟურნალისტებმა დიმიტრი ხუნდაძეს ჰკითხეს, ამ ნაბიჯით ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდა თუ არა.

კომენტარები