პროპორციული საარჩევნო სისტემა

ჭიაბერაშვილი: ერთადერთი ძალა, რასაც ივანიშვილი ანგარიშს გაუწევს, ხალხის ძალაა

ერთადერთი ძალა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ანგარიშს გაუწევს და უკან დაიხევს, ხალხის ძალაა. "გავრილოვის ღამემ" ეს ცხადად გვანახა

წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი Facebook-ზე. ქართულმა ოცნებამ პარლამენტში სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი კიდევ ერთხელ გადადო. ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება 24 ივნისს, გავრილოვის ღამიდან რამდენიმე დღის შემდეგ დადო, როდესაც პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო რუსთაველის გამზირი რამდენიმე დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო. აქციის სამი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო

კომენტარები