არჩევნები 2020

გოცირიძე: ყველაფერი ივანიშვილის ხელშია და ბერაია ვერ დაარწმუნა? ვის სჯერა პაიკების ბუნტის

ვის სჯერა. როდესაც ივანიშვილი მართავს მთელ ქვეყანას, აგერ პატრიარქს დასმაც კი უნდოდა, გადატრიალებას აწყობდა ეკლესიაში, ყველაფერი იმის ხელშია, პროკურორით დაწყებული, დამთავრებული პარლამენტით და მთავრობით და დაჩი ბერაია ვერ დაარწმუნა? ვინმეს სჯერა პაიკების ბუნტის? უჩინარი ადამიანები, რომლებიც პარლამენტში საერთოდ არ ჩანდნენ, დღეს გამოდიან წინა პლანზე და თურმე აწყობენ ქართულ ოცნებაში გადატრიალებას

ენმ-ის დეპუტატი რომან გოცირიძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტზე, რომელსაც ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილი ეწინააღმდეგება. რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ ისინი ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ, თუმცა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მათი "გადარწმუნება ვერ შეძლო".

კომენტარები