კვლავ იყო პოზიციებზე საუბარი, მე რატომღაც მოველოდი, რომ სწრაფად დამთავრებოდა დღევანდელი შეხვედრა. ამასთან დაკავშირებით რაც აქ ხდება, სასტვენებით რომ დგას ხალხი, ამან კიდევ დაბულინგების სახე მიიღო და ამანაც ზოგიერთის გაღიზიანება გამოიწვია, ჩვენი კოლეგის და ბევრი საკითხიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა და ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ გუნდის ერთობა საჭიროა და გუნდის დაშლა წინასწარ ხელების გადაგრეხვამ შეიძლება გამოიწვიოს... მე არ ველოდები რომ ჩავარდება.
პროპორციული საარჩევნო სისტემა
ვოლსკი: თავისუფალი კენჭისყრა სწორი გადაწყვეტილებაა, არ ველოდები, რომ ჩავარდება
tbl.ge/46h1
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ამავე თემაზე
- ბურჯანაძე: ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა
- უგულავა: თალაკვაძემ აღიარა, რომ ხალხს თავიდანვე ატყუებდნენ, ეს გულწრფელი რეგვენობაა
- თალაკვაძე: ჩავთვალეთ, რომ პროპორციული სისტემის შეთავაზებით სიტუაცია განიმუხტებოდა
- ოხანაშვილი: ოპოზიციას აქვს ვიწრო პარტიული ინტერესი, რაც არ უნდა შევთავაზოთ არ დათანხმდებიან
- ჩუგოშვილი ოცნებას: გაფრთხილებდით, რომ პროპორციულის ჩაგდება ნდობას სრულად გაანადგურებდა