არჩევნები 2020

ვოლსკი აქციაზე: აქ სასტვენებით რომ დგას ხალხი, ამან დაბულინგების სახე მიიღო

კვლავ იყო პოზიციებზე საუბარი, მე რატომთაც მოველოდი, რომ სწრაფად დამთავრდებოდა შეხვედრა. რაც ახლა აქ ხდება, სასტვენებით რომ დგას ხალხი, ამან კიდევ დაბულინგების სახე მიიღო და ამანაც რაღაცა ზოგიერთის გაღიზიანება გამოიწვია, ჩვენი კოლეგის.

მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა და ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ გუნდის ერთობა საჭიროა და გუნდის დაშლა და წინასწარ ხელების გადაგრეხვამ შეიძლება გამოიწვიოს...

მე არ ველოდები, რომ ჩავარდება [კანონპროექტი]

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ. სამი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტართა ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება, ამის გამო, ორჯერ გადაიდო კანონპროექტის კენჭისყრა.

კომენტარები