არჩევნები 2020

ოქრიაშვილი: სამწუხაროდ, ალბათ, კანონპროექტი გავა, 25 კაცი ვართ, დღეს ვიღაცეები გადაარწმუნეს

მე ვფიქრობ, კანონპროექტი მაინც გავა, რადგან ჩემი გათვლებით 25 კაცზე მეტი [არ ვართ]. დღეს უკვე ვიღაცები გადაარწმუნეს, 40 კაცამდე იყო გუშინ, ვინც არ უჭერდა მხარს. დღეს უკვე შემცირდა ეს რაოდენობა, მე რასაც ვითვლი 25 კაცია და ოპოზიცია თუ დაუჭერს მხარს, მე ვვარაუდობ, რომ საკმარისი იქნება, არ ჩავარდება კანონპროექტი ჩემდა სამწუხაროდ და ჩვენი ქვეყნის სამწუხაროდ

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი უმრავლესობის სხდომის შემდეგ ამბობს, რომ სავარაუდოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი დღევანდელ კენჭისყრაზე არ ჩავარდება. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ცვლილების მოწინააღმდეგე დეპუტატთა ნაწილი გადაარწმუნეს.

კომენტარები