არჩევნები 2020

ინაშვილი: უნდა დატოვოს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება და წავიდეს სახლში

არ მჯერა [რომ აუმხედრდნენ ბიძინა ივანიშვილს], წარმოუდგენელია, რომ დეპუტატი, რომელსაც ხმა არ ამოუღია საერთოდ, სამი წლის მანძილზე, ბატონი ბერაია უფრო მძლავრი იყოს მის პოზიციებში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. თუ ასეა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი როგორ არის პარტიის თავმჯდომარე, როგორ განსაზღვრავს პოლიტიკას პარტიაში და საერთოდ ქვეყანას როგორ მართავს. უნდა დატოვოს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება და წავიდეს სახლში, მოვალთ ჩვენ და ამ ქვეყანას მივხედავთ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ მობილიზაციისკენ, გადავდივართ ქუჩაში

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

კომენტარები