დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე: კმაყოფილი ვარ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დროებით და მოჩვენებით სიმშვიდეს

მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჩაეშალა თავისი გეგმა და პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სტაბილურ და გრძელვადიან განვითარებას და არა დროებით და მოჩვენებით სიმშვიდეს. ნაციონალურ მოძრაობას ჩაეშალა გეგმა. ვულოცავ საზოგადოებას, ყველა მოქალაქეს, რომ გრძელვადიანში იქნება სტაბილური და განვითარებადი ქვეყანა, ეყოლება სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება, ასევე, ხალხს პარლამენტთან არ გაუწყდება ურთიერთობის საშუალება და ყველას ეყოლება წარმომადგენელი.

ქართული ოცნების დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის კომენტარი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები