პროპორციული საარჩევნო სისტემა

ბესელია: ვისურვებ, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე, როგორც ჩანს, ეს ხელისუფლებას არ სურს

სამწუხაროდ, იმ სცენარით განვითარდა მოვლენები, რაც იგრძნობოდა. ეს არ არის უმართავი პროცესი. ეს რომ უმართავი პროცესი იყოს, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მყისიერად უნდა მოჰყვეს ამ ადამიანების გარიცხვა პარტიიდან, როგორც ბიძინა გეგიძის და ჭიჭინაძის შემთხვევაში გააკეთა ქართულმა ოცნებამ და გაცილებით უფრო უწყინარ სიტუაციაში.[...] რადგან აშკარად ჩანს, რომ ეს არის მართული პროცესი, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება კონსულტაციები. მეც მგონია, რომ საჭირო იქნება კოორდინირება ყველასთან, სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფებთან, იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც შესაძლებელია ქვეყნის ხვალინდელ უკეთეს დღეზე ფიქრი და ბრძოლა. ეს არის სხვა ეტაპი, ძალიან სახიფათო პროცესში შედის ქვეყანა. მე ვისურვებ, რომ ჩვენ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე, მაგრამ, როგორც ჩანს, პროცესის მშვიდობიანი გაგრძელება თავად ხელისუფლებას არ სურს. ეს იყო ძალიან დიდი და საბედისწერო შეცდომა. ბოლო წუთამდე ვიტოვებდი იმედს, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებდა

თქვა ტელეკომპანია პირველის ეთერში დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უმრავლესობის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ.

კომენტარები