წერეთელი: დღეს არის კრიზისი, შეიძლება, ბუნებრივად დადგეს ვადამდელი არჩევნების საკითხი

დღეს არის კრიზისი იმიტომ, რომ ერთმა ჯგუფმა დატოვა [ქართული ოცნება]. სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ალბათ, იმიტომ, რომ მორალურად ძნელად შესაგუებელია ეს, მეორე ჯგუფი ცალკეა მაჟორიტარი დეპუტატების. ეს მიიყვანს იმ მდგომარეობამდე, როცა გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდება და ბუნებრივად შეიძლება, დადგეს ვადამდელი არჩევნების საკითხი, რომელიც შეიძლება, აწყობდეს ოცნებას მაჟორიტარული წესით, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას დაუშვებს, რომ ისევ ისე მშვიდად ჩატარდეს ეს არჩევნები, ისევ მოსყიდვით, ისევ მაჟორიტარული წესით მოიგონ ადგილები რეგიონებში

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი წერეთელი საუბრობს ქართული ოცნების უმრავლესობის მხრიდან დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები