პროპორციული საარჩევნო სისტემა

ივანიშვილი: ოპოზიციას პოლიტიკური სიმწიფე რომ გამოეჩინა, ეს ვნებათაღელვა არ იქნებოდა

იმ დროს [როცა პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო] რომ საპარლამენტო ოპოზიციას მინიმალური პოლიტიკური სიმწიფე და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოევლინა, ყველაფრის ხარჯზე ხელისუფლების დაზიანების ვიწროპარტიული დღის წესრიგით არ ეხელმძღვანელა და საკონსტიტუციო რეფორმისათვის მხარდაჭერის მზაობა ჰქონოდა, დღევანდელი დისკუსიას და ვნებათაღელვას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი - ჩვენს მაჟორიტარებსაც დავარწმუნებდით საარჩევნო რეფორმის გადავადების იდეის უპერსპექტივობაში და კონსტიტუციაშიც ცალსახად ავსახავდით 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას.

აცხადებს ბიძინა ივანიშვილი წერილში, რომლითაც ქართული ოცნების დეპუტატების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონის ჩაგდებას ეხმაურება. 

კომენტარები