არჩევნები 2020

ვაშაძე ქართულ ოცნებას: რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, გაგხევთ ნაკერავზე

თათბირზე, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია, შეთანხმება შეთანხმებაა.

მთელი ოპოზიცია მინუს ერთი, მთელი ოპოზიცია გაერთიანებული, ყველა იდეოლოგიური განსხვავება გვერდზე გადადებული, ვადამდელი არჩევნები და ცესკოს ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ.

მინდა, ე.წ ქართულ ოცნებას ვუთხრა, რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით - გაგხევთ ნაკერავზე

ენმ-ის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ლეიბორისტულ პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსტაველის გამზირზე მივიდა.

კომენტარები