პროპორციული საარჩევნო სისტემა

რატიანი: კანონპროექტის ვერგასვლით გავრილოვმა გაიმარჯვა, დღეს რუსებმა გაიმარჯვეს

ასეთი გადაგდება, ასეთი ტყუილი არ უკადრია საქართველოს უახლოეს ისტორიაში არავის და ასეთი შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის არ მიუყენებია არავის.

დღეს ფაქტობრივად იმით, რომ ჩავარდა ეს კანონპროექტი, გაიმარჯვა გავრილოვმა. გავრილოვმა, რომელიც შეიყვანეს და დასვეს სპიკერის სკამზე. დღეს რუსებმა გაიმარჯვეს იმიტომ, რომ 20 ივნისი იყო ის დღე, როდესაც აი, ეს ხალხი გამოვიდა და საქართველოს ღირსება დაიცვა და თქვა, რომ რუსეთი არ იქნება საქართველოში. ამ ადამიანებს ესროდნენ და ესროდნენ იმიტომ, რომ დაეთრგუნათ ის სულისკვეთება, რომელიც არის საქართველოში

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგო რატიანმა, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ქართულმა ოცნებამ დაპირება არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც 2020 წელს საქართველოში არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ეს დაპირება ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, გავრილოვის ღამიდან რამდენიმე დღეში დადო, რადგან რუსთაველის გამზირი მთელი იმ დროის განმავლობაში მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო გადაკეტილი იყო და აქციების ერთერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლისთვის პროპორციული წესის შემოღება იყო.

კომენტარები