პროპორციული საარჩევნო სისტემა

სააკაშვილი: ამ ფლიდ არსებას საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ხალხის სამართლიან რისხვას დაუძვრეს

მე მთლიანად ვიზიარებ ოპოზიციის მოთხოვნებს, ისევე, როგორც ამ მოთხოვნებს, დარწმუნებული ვარ, იზიარებს ქართველი ხალხი. იმიტომ, რომ მართლაც, ივანიშვილისთვის დადგა ბოლო დღეები. მას წაგებული აქვს ყველაფერი და ახლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ საშუალება ამ მატყუარა, ფლიდ არსებას, რომ დაუძვრეს ხალხის სამართლიან რისხვას იმიტომ, რომ მან რაც გააკეთა ამას აქვს სამართლებრივი შედეგები. სამართლებრივი შედეგები არის სრული დელეგიტიმაცია ამ რეჟიმის. ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და მათი დამარცხება, რაც შეიძლება მალე.

მიხეილ სააკაშვილი ტვ პირველთან ინტერვიუში. მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი გადადო, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები პრინციპით "ყველა მინუს ივანიშვილი" მოითხოვს პროპორციულ არჩევნებს დროებითი მთავრობის პირობებში.

კომენტარები