პროპორციული საარჩევნო სისტემა

კინზინგერი პროპორციულზე: იმედი მაქვს, ეს მდგომარეობა ძალიან მალე გამოსწორდება

გასულ კვირას საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს, მე ნასიამოვნები დავრჩი იმით, რომ ამ რეფორმის განხორციელება გარდაუვალი ჩანდა. ეს იყო საერთაშორისო საზოგადოების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა. იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებადია და გამოსწრდება ძალიან მალე

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებასა და იმ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

კომენტარები