დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ქაცარავა: უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ

მე დეტალებისა და კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ის ადამიანები, ვინც გუშინ უმრავლესობა დავტოვეთ, შევთანხმდით, რომ რაღაც ეტაპზე შევიკრიბებით და დეტალურად განვიხილავთ, თუ რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები. [...] დაბრუნებას რაც შეეხება, მე ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ჩვენ დავილაპარაკებთ კიდევ ერთხელ მათთან, ვინც დავტოვეთ უმრავლესობა და ასევე ჩვენს კოლეგებთან, თუ ამის საჭიროება იქნება.

თქვა პარლამენტარმა სოფო ქაცარავამ. გუშინ, 14 ნოემბერს, უმრავლესობის რიგები ცხრა დეპუტატმა დატოვა. (მარიამ ჯაში, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, გიორგი ბეგაძე, სოფიო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი.) გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" მიერ პირობის არშესრულებასა და იმ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

კომენტარები