პროპორციული საარჩევნო სისტემა

ბესელია: თალაკვაძემ უნდა განმარტოს, რომ კანონპროექტის განხილვა II მოსმენაზეც გაგრძელდება

მე ახლა მინდა მივმართო არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც დაუყონებლივ უნდა გააკეთოს განმარტება და სწორად უნდა მოახდინოს ინფორმირება, იმიტომ, რომ გუშინ ისე იყო გაგებული, რომ კანონპროექტი არ არის მიღებული და თითქოს ჩავარდა.

მე მინდა გითხრათ, რომ კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 - რაც არის 100 დეპუტატის ხმა. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს სწორი განმარტება და უნდა თქვას, რომ ამ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენაზე მაინც გაგრძელდება.

თქვა მთავარი არხის ეთერში დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უმრავლესობის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებაზე. 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები