პროპორციული სისტემა

კალაძე მაჟორიტარებზე: იყო აზრთა სხვადასხვაობა და დიდი ალბათობა, რომ უმრავლესობა დაშლილიყო

მოლოდინი იყო, რომ იქნებოდა ახალი სისტემა, თუმცა ნუ ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. რაც შეეხება მაჟორიტარების გადაწყვეტილებას, ჩვენ გუნდში გვქონდა სერიოზული პრობლემა, იყო აზრთა სხვადასხვაობა, იყო ძალიან დიდი ალბათობა, რომ უმრავლესობა დაშლილიყო და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ოპონენტების წისქვილზე დაასხამდა წყალს, ახლა ამის საფრთხე არ არის. ზუსტად ამის გამო იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ თავისუფალ კენჭისყრაზე დაყენებულიყო ეს საკითხი. დეპუტატების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება მხარი არ დაეჭირათ კანონპროექტისთვის. მე პოლიტიკურ ეგოიზმს ვუწოდებ ამას, თუმცა ეს იყო მათი გადაწყვეტილება და ჰქონდათ არგუმენტები. მე აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ოპოზიცია ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს, რომ არსებული სისტემა არის არადემოკრატიული და ეს ტყუილია. არსებული სისტემა არის დემოკრატიული და უნდა მოვემზადოთ ამ სისტემით არჩევნებისთვის. მე ვემხრობოდი პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნაზე.

კომენტარები