რიგგარეშე არჩევნები

ლადო კახაძე: კრიზისები თუ არის, ეს კრიზისები უნდა დასაბუთდეს

რიგგარეშე არჩევნებსაც თავისი წესი აქვს. რიგგარეშე არჩევნებისათვის მომზადებაა საჭირო. ჩვენ ხომ ვართ ცივილიზებული შეხვედრა, ჩვენ ვართ კონსტიტუციური ქვეყანა. კრიზისები თუ არის, ეს კრიზისები უნდა დასაბუთდეს. ასე ადვილი არ არის. მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციურ ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ჩვენ ვართ, ასეთი სიტუაციებიდან არის გამოსავალი და ამ გამოსავალს ისევ კონსტიტუცია იძლევა. 

მოდით, მუშაობის საშუალება მივცეთ მმართველ ძალას და ის აუცილებლად ამას იპოვის

ამის შესახებ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ, მედიასთან უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე ისაუბრა. ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მოქალაქეების პროტესტისა და სასტვენების ხმის ფონზე იმართება.

კომენტარები