ე.წ. გერმანული მოდელი

ნოდია: კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება გერმანული მოდელის გარშემო უნდა გაერთიანდეს

ეს გერმანული მოდელი არის ერთადერთი რეალისტური და ეფექტური მოთხოვნა, რის გარშემოც ამ პირობებში კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.

თავისი შედეგებით ეს სისტემა პროპორციულს უახლოვდება: თუ პროპორციული სისტემით "ოცნება" არჩევნებს ვერ იგებს, ესე იგი ვერ იგებს (თუმცა შეიძლება მეტი მანდატი აიღოს, ვიდრე სუფთა პროპორციულის შემთხვევაში).

ბიძინას ბოლო ტრიუკის გოთვერნობა იმაშიც იყო, რომ ოპოზიციურ საზოგადოებას აყენებს უმძიმესი არჩევანის წინაშე: ან გადაყლაპეთ, რაც გაგიკეთეთ, ან ღია რევოლუციაზე წამოდით. ორივე სცენარი მისთვისაა მომგებიანი.

ისევ სუფთა პროპორციული სისტემისთვის ბრძოლა უპერსპექტივოა. ჯერ ერთი, კონსტიტუციურ პროცედურებს თავისი ვადები აქვს და იმ ვადებში ჩაჯდომა გაჭირდება. მეორეც, ულოგიკო წრეზე ტრიალია: ერთხელ თუ ჩააგდო პარლამენტმა, მეორედ რატომ არ ჩააგდებს?

ადრეული არჩევნები დროებითი გარდამავალი მთავრობის პირობებში შეიძლება კარგად ჟღერდეს, მაგრამ ნაკლებად რეალისტურია და, ფაქტობრივად, ისიც რევოლუციას ნიშნავს. ამისთვის სომხეთის "ველვეტის რევოლუციის" დონის მობილიზაცია გჭირდება, რის პერსპექტივასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მაგრამ თუნდაც თუ მოახერხებ ასეთი დონის მობილიზაციას, ჯობია ის ადრეული არჩევნებიც გერმანული მოდელით ჩაატარო.

გერმანული მოდელის მოთხოვნა აშიშვლებს ბიძინას თამაშს: მის მისაღებად მაჟორიტარების ხმები არ სჭირდება (76 ხმა, მათ შორის "ოცნების" 33 ხმა ყოფნის) და თვით ამ მაჟორიტარებსაც არა აქვთ არგუმენტი, რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი (ხომ ნარჩუნედება მაჟორიტარული კომპონენტი, მეტი რა გინდათ?)

ამის მიღწევაც ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, ხვალ ბევრი ხალხი მივიდეს აქციაზე.

ვისაც არც ეს უნდა და არც ბიძინა, არ მესმის, საერთოდ რა უნდა.

პოლიტიკის მეცნიერი გია ნოდია თავის Facebook გვერდზე წერს.

კომენტარები