ხაზარაძე: არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით

მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი. ის ახლა ცდილობს მიიტაცოს არა მხოლოდ ქვეყანა , არამედ ამ ქვეყნის თითოეული ადამიანი, მათი ხმა, ნება და თავისუფლება!

"ლელო" უერთდება საერთო სახალხო პროტესტს და მოგიწოდებთ ყველას! შევიკრიბოთ ხვალ, 3 საათზე, ოპერის თეატრთან, რათა ერთად შევუერთდეთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე.
ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით. რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი - სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება!

წერს მოძრაობა "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფეისბუქ გვერდზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები