საპროტესტო აქცია პარლამენტთან

სირაძე: არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზე არავის არ აქვს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფებს აქვთ თავისი აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, გამწვავების შემთხვევაში და არანაირ ცეცხლსასროლ იარაღი ადგილზე არავის არ აქვს.

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე პასუხობს "მთავარის" ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა პარლამენტში მობილიზებულ სპეცრაზმს ცეცხლსასროლი იარაღი. "მთავარმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცრაზმს თან იარაღი აქვს.

კომენტარები