ილია II: ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი, დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში "მამაო ჩვენოს" რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს". თქვენ გიფიქრიათ რატომ ამბობს უფალი "მომეც ჩვენ დღეს?" ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო და მომავალი და წარსულიც, ყველაფერი ღვთის ხელშია.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ნაპოლეონი ამბობდა, "დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო", და ეს უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ნაბიჯია დიდსა და მცირეს შორის, კარგსა და ცუდს შორის.

ამონარიდი კათალიკოს პატრიარქის საკვირაო ქადაგებიდან.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები