საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ბაქრაძე: ჩვენ დღეს აქ საარჩევნო სისტემისთვის კი არა, ჩვენი თავისუფლებისთვის ვდგავართ

დღეს არც ერთი ჩვენგანი აქ არ გამოვუყვანივართ პოლიტიკურ დისკუსიას იმაზე, რომელი სისტემა ჯობია - პროპორციული, შერეული თუ მაჟორიტარული. ყველა გაგვაერთიანა იმან, რომ ამ დისკუსიის უკან იმალება ივანიშვილის და ქართული ოცნების მცდელობა წარვართვან არჩევანი, წაგვართვან მომავალი და წაგვართვან თავისუფლება. ამიტომ, ჩვენ დღეს აქ საარჩევნო სისტემისთვის კი არ ვდგავართ, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი არჩევანისთვის ვდგავართ.

ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის დავუსვათ დიდი პოლიტიკური წერტილი ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს.

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიმართა.

კომენტარები