საპროტესტო აქცია პარლამენტთან

სამადაშვილი: ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა სახელმწიფო შენობების პიკეტირება

გამოვიდა სამარცხვინო, მორიგი ხელის ბიჭი ოლიგარქის, შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ჰქვია დღეს და მისი წარმომადგენლები და გამოაცხადეს, რომ, თითქოს, ჩვენ აქ დღეს ვაცხადებთ რაიმე ისეთს, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციას ან კანონს. მე მინდა მათ გასაგონად ვთქვა: საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა პიკეტირება მოახდინოს სახელმწიფო შენობების, მათ შორის პარლამენტის. დიახ, დღეს დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება. ამ შენობაში ვერ შევა ივანიშვილის ვერც ერთი გოშია. შევლენ ერთადერთი მიზნით - გააფორმონ ქართველი ხალხის არჩევანი. პირველი - დაუყოვნებლივ გადადგეს ივანიშვილის ხელისუფლება. გაფრომდეს გამარჯვება, რომელიც ხალხმა მოიპოვა ივანიშვილზე და მეორე - შეიცვალოს შესაბამისად საარჩევნო სისტემა და უახლოეს მომავალში დაუბრუნდეს ხელისუფლება ქართველ ხალხს.

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

კომენტარები