აქცია პარლამენტთან

ბოკერია შსს-ს დათვლილ მომიტინგეთა რიცხვზე: ეს სიბეცე ივანიშვილის გუნდში წლებია გრძელდება

ეს არის იგივე სიბეცე, რაც უკვე წლებია ივანიშვილის გუნდში გრძელდება. ითვლიან, რომელ დღეს ბევრი თუ ცოტა კაცი იყო. ძალიან ცდებიან. ეს ლეგიტიმური ბრაზი, აღშფოთება მთელი საზოგადოებისაა და ის არ გაქრება. ერთ დღეს რომ იყოს 25 000, მეორე დღეს 10, მესამე დღეს 30 და მეოთხე დღეს 25 - ეგ არ ცვლის არაფერს. ეს ბრაზი და აღშფოთება არის ყოვლისმომცველი და დასრულდება მათი სამარცხვინო ხელისუფლების დასრულებით. 

პარტია ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას კომენტარი ტვ პირველთან შსს-ს ინფორმაციაზე, რომ პარლამენტის წინ აქციაზე 5 500-მდე ადამიანი გამოვიდა. ბრიტანული საერთაშორისო გამოცემა Reuters კი წერს, რომ აქციაზე 20 000-მდე ადამიანი გამოვიდა. პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა. აქციის მოთხოვნა ე.წ. "გერმანული მოდელით" ვადამდელი არჩევნებია.

კომენტარები