ბოკერია: ე.წ გერმანული მოდელი არის ნაბიჯი ვითარების განმუხტვისკენ

დიალოგს აზრი აქვს, თუ სიტყვას ფასი აქვს. იყო დიალოგი გავრილოვის ღამის, დაღვრილი სისხლის და ხელისუფლების სამარცხვინო ქმედებების შემდეგ, შედგა შეთანხმება, ოღონდ არა პარტიებს, არამედ საზოგადოებას და ხელისუფლებას, ანუ ივანიშვილს შორის და მან გადაადგო მთელი საზოგადოება. ახლა თუ მთ სიტუაციის განმუხტვა სურთ, ჩვენ, ევროპულმა საქართველომ და სხვებმაც, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, შევთავაზეთ მოკლე გზა, ე.წ გერმანული მოდელი - გერმანული პრინციპი, მორგებული ჩვენს კონსტიტუციას. შეუძლიათ, სწრაფად მიიღონ ეს კანონი. ეს იქნება ნაბიჯი განმუხტვისკენ და გნებავთ დაარქვით დიალოგისკენ. ოღონდ ჯერჯერობით ივანიშილის და მისი ყმების რეაქცია არის საზოგადოების შემდგომი შეურაცხყოფა - "ვინ ხართ", "გადაგაგდეთ და მორჩა", "არაფერი შეიცვლება". ჯერ მათ უნდა გადადგან ნაბიჯი, შეასრულონ დაპირება და ამის შემდეგ დიალოგი შესძლებელი იქნება. იქამდე რა აზრი აქვს, ხვალ იტყვიან, გადაგაგდეთო და მორჩა. 

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტვ იმედის ეთერში. ოპოზიციურმა პარტიებმა და მოქალაქეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი ჩაკეტეს, რათა ხელი შეუშალონ პარლამენტს მუშაობაში მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ 2020-ის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამ გადაწყვეტილებით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის 24 ივნისის დაპირება არ შეასულა. ახლა ოპოზიცია და მოქალაქეები ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნების რიგგარეშედ, გარდამავალი მთავრობით და ე.წ გერმანული მოდელით
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები