პროპორციული არჩევნები

კალაძე: ვიქნებით მომთმენნი, თუმცა, თუ დესტრუქცია გაგრძელდა, გვექნება შესაბამისი რეაგირება

ნაციონალური მოძრაობის მთავარი დევიზი - ძალაუფლება ნებისმიერ ფასად, უცვლელი რჩება, ვინაიდან არც ერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ სამივე ინსტანციის მიერ მსჯარდებულ სააკაშვილთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ხალხის მობილიზების რესურის არქონის ფონზე, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა, იაფფასიანი დესტრუქციული პერფომანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესში არეულობის შემოტანას, ვიქნებით მაქსიმალურად მომთმენნი, თუმცა, მკაფიოდ მინდა ვთქვა - დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე პარლამენტის პიკეტირებაზე.

კომენტარები