კალაძე: არ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას

არჩევნებამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები, შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას, არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით. ამიტომ მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემას ნუ დააბრალებენ

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას "ნაციონალური მოძრაობის და მისი განშტოებების მიერ მართულს" უწოდებს. ის გამორიცხავს აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესრულებას, რომ ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით ჩატარდეს.

კომენტარები