კალაძე: არანაირი კრიზისი არ არსებობს, უბრალოდ საბაბია, რომ დესტაბილიზაცია შემოიტანონ

დღეს ქვეყანაში არ არის იმის აუცილებლობა, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, არანაირი კრიზისი არ არსებობს, არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, ვინც არის უკმაყოფილო კონკრეტულად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა მგონია, რომ ეს საარჩევნო სისტემის ცვლილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უბრალოდ საბაბია იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, არეულობა. ზუსტად ეს ადამიანებს, ვინც დღეს აპროტესტებს, ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა 2010 წელს, 2014 წელს, ჰქონდათ შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ რეალური ცვლილებები კონსტიტუციის, ირაკლი კობახიძე იყო თავმჯდომარე. მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და მხარი არ დაუჭირეს იმ გადაწყვეტილებებს და სამუშაო ჯგუფს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს არჩვენების თემა, თითქოს პროპორციული არჩევნები რაღაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს ქვეყანაში, არის საბაბი იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია და არეულობის მცდელობები შემოიტანონ, თუმცა ეს ნამდვილად არ გამოუვათ.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე მედიასთან პარლამენტთან მიმდინარე აქციებს და მათ მოტხოვნებს ეხმაურება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები