პარლამენტის პიკეტირება

მდინარაძე: სამართალდამცველებმა უნდა უზრუნველყონ ბიუროს სხდომის ჩატარება

მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს უნდა უზრუნველყონ, უნდა აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, უნდა ჩატარდეს ბიუროს სხდომაც და უნდა გაგრძელდეს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა პარლამენტის პიკეტირების შესახებ. 15:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, თუმცა, გუშინ საღამოდან საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი დემონსტრანტების მიერ არის ბლოკირებლი. ისინი დაპირების შესრულებას და 2020 წლის არჩევნების სამართლიანი წესით ჩატარებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარლამენტთან მიმდინარე პროტესტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს გასცდა.

კომენტარები