აქცია პარლამენტთან

ბოკერია: ვწუხვარ, მაგრამ ეს არის ის გზა, რა გზაზეც საზოგადოება დააყენა ივანიშვილმა

სადაც ვართ იქ ვართ, იმ ამოცანით რაც გვქონდა. არ ვიშლებით, არაფერს არ ველოდებით, მოსალოდნელია [დაშლა] რადგან გაგვაფრთხილეს. რა ფორმით იზამენ არ ვიცი, მაგრამ ესეც არის ნაწილი იმ წნეხის რაც გაგრძელდება და გაძლიერდება ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმზე, მის სამარცხვინო ლიდერზე, გუნდზე, რომელიც პოლიციას აიძულებს ასეთი ნაბიჯები გადადგას. ქვეყანაში სადაც პოლიციას ხელმძღვანელობის დავალების გამო არ ჰქონდა საშუალება ჩვენი მოქალაქეები დაეცვა აშკარა მოძალადეებისგან, შავრაზმელებისგან და ახლა შეაწუხათ ამ პროტესტმა? ვწუხვარ, მაგრამ ეს არის ის გზა, რა გზაზეც საზოგადოება დააყენა ივანიშვილმა 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის პიკეტირებისას. ცნობისთვის, პოლიციამ აქტივისტებს პარლამენტის ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30 წუთი მისცა.

კომენტარები