ქართული ოცნება

ვოლსკი: ნაციონალური მოძრაობის სიმბოლო არის კასრები

ეს არის სიმბოლო ნაც. მოძრაობისა, რომელსაც აუცილებლად ეწერა აღზევება, რომ არა ძალიან მკაფიო პოზიცია და საზოგადოების განწყობა ამ სიმბოლოების მიმართ - ეს სიმბოლოები არის კასრები. ის კასრები კი არა, რომელიც ქუჩაშია - კასრები, რომლებიც აღმოაჩინეს საწამებელ ადგილებში და ის ყავარჯნიანი კაცი, რომელიც ძალადობდა. ამ ყავარჯნებიდან ჩამოგდების გამო არის ბიძინა ივანიშვილის სახელი ყველაზე საძულველი და ყელში გაჩხერილი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სიმბოლოებს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე, რომელიც მას შემდეგ ჩატარდა, რაც პარლამენტის შენობის მიმდებარედ საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა.

კომენტარები