საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე ოპოზიციას: თუ გაქვთ არგუმენტები, უნდა გამოიყენოთ საპარლამენტო ფორმატი

რა თქმა უნდა, არსებობს კითხვა - რას ვთავაზობთ ოპოზიციას და რა იქნება მომავალში. პირველ რიგში მივმართავ თანამოქალაქეებს, რომ 2020 წლის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში, იმ მოდელით და თანმიმდევრობით, რომელიც დღეს არის ასახული კონსტიტუციაში.

ასევე, მე ვთავაზობ ოპოზიციას, საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში. თუ მათ აქვთ არგუმენტები, თუ მათ შეუძლიათ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, უფრო ფართო საზოგადოება, არამარტო მათი მხარდაჭერების ის ნაწილი, რომელიც დღეს პროტესტს გამოხატავს, მათ უნდა გამოიყენონ საპარლამენტო ფორმატი, საპარლამენტო დებატებში ჩაერთონ და აჩვენონ საზოგადოებას თავისი არგუმენტები და დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ეს არგუმენტები ღირს იმ დესტაბილუზაციის მცდელობად, რა თქმა უნდა, არ ღირს, რომელსაც ისინი სამწუხაროდ მიმართავდნენ.

მეორე შეთავაზებაა, ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა გავაგრძელოთ, ვინაიდან ამ პროცესის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განვიხილავთ არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის იქნება უდავოდ მნიშვნელოვანი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობაც და ჩაერთოს ამ პროცესში, რათა საშემოდგომო სესიაზე მივიყვანოთ ბოლომდე ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით დაწყებული რეფორმა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბიუროს ხდომაზე, რომლის გასამართადაც, სპეცრაზმმა პარლამენტთან მშვიდობიანი მიტინგი დაშალა.

კომენტარები