აქციის დაშლა

კალაძე: ნახეს, არ ჰქონდათ სათანადო მხარდაჭერა, ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება სცადეს

საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა ნახეს რა რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს დილიდან ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითიც უხეშად არღვევდნენ კანონს. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. დღეს, 5 საათისთვის, სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. დაშლისას მათ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

კომენტარები