აქციის დაშლა

ხოშტარია თალაკვაძეს: მაგ ბოქლომის ჭერა კიდევ ბევრჯერ მოგიწევს, ჩემი ხელით დაგაჭერინებ

აჩიკო თალაკვაძე, მართლა რომ დაგიჯერებია, რომ რაღაცის თავმჯდომარე ხარ, მაგ ბოქლომის ხელში ჭერა კიდევ ბევრჯერ მოგიწევს. ჩემი ხელით დაგაჭერინებ. პირობას გაძლევ!

ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აქციაზე გამოსვლისას მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც ბიუროს სხდომაზე ხელში ის ჯაჭვი და ბოქლომი ეჭირა, რომლითაც დემონსტრანტებმა გუშინ პარლამენტის შესასვლელი კარების ბლოკირება მოახდინეს.

კომენტარები