აქციის დაშლა

ბოკერია: ბიუროს ჩასატარებლად, სხდომის ჩასატარებლად, სპეცრაზმი უნდა მოიყვანონ

ვინც უყურა ტელევიზორს, ნახა, რომ ივანიშვილის გუნდი რაღაც გამარჯვებას ზეიმობს. დიდი წარმატება იყოო - გინდათ, კიდევ მოვუწყოთ ასეთი "წარმატებები"? იცით რა მგონია, რომ ამდენ ესეთ "წარმატებებს" ვეღარ გაუძლებენ. ვერ გაქაჩავენ ეგენი და გავქაჩავთ ჩვენ - ვისაც უნდა თავისუფლება. ეგენი წააგებენ, რაც დათესეს, ათასად უარესს მოიმკიან ჩვენი საზოგადოების გამარჯვების შემდეგ. ვისაც თავისუფლება, თავმოყვარეობა უნდა, ის ხალხი ყოველთვის იმარჯვებს.

დღეიდან, ხვალიდან, ზეგიდან ბევრი ასეთი უსიამოვნება ექნებათ. ბიუროს ჩასატარებლად სპეცრაზმი უნდა მოიყვანონ, სხდომის ჩასატარებლად სპეცრაზმი უნდა მოიყვანონ. მერე ვერ გამოიყვანენ სპეცრაზმს, და ჩვენ, ყველანი ერთად მოვიყვანთ სხვანაირ მთავრობას და უკეთეს მომავალს.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას გამოსვლა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე

კომენტარები