პროპორციული საარჩევნო სისტემა

იალოვიცი: აშშ-ში საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან ბოლოდროინდელი ტრენდებით

მთლიანად ვემხრობი [ამერიკის] საელჩოს განცხადებას დემონსტრანტებთან დაკავშირებით. ხალხს აქვს უფლება მშვიდობიანად მიმართოს საკუთარ ხელისუფლებას და გამოხატოს საკუთარი პროტესტი. ყველამ ვიცით რატომ აკეთებენ ამას. მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაა პარლამენტში.

კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად მართებული, ლეგალური და სწორია, რომ ხალხი ამას მშვიდობიანად აპროტესტებს. არასწორი კი ისაა, რომ ძალადობრივად დაარბიო ისინი, თანაც უმიზეზოდ. ეს უბრალოდ, არ უნდა ხდებოდეს. ისედაც შეშფოთებული ვიყავი საქართველოში მიმდინარე ბოლო დროის მოვლენებით, ეს კი კიდევ უფრო მაშფოთებს. ამერიკაში, საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან ბოლოდროინდელი ტრენდებით. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე დასრულდება და ხალხს ექნება საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი ძალადობრივი კონფრონტაციის გარეშე.

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. კომენტარს "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

კომენტარები