კახა კალაძე

კალაძე: არ მჭირდება კვლევები, კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება პარტიის და ჩემ მიმართ

ჩემი და ჩვენი დამოკიდებულება ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე თქვენ იცით. დღესაც არაფერი შეცვლილა, ისევ იმ აზრზე ვარ. მე არ ვენდობი ამ კვლევებს, იმიტომ, რომ ჩვენს სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2012 წლამდეც და მერეც რეალურ შედეგთან ყოველთვის აცდენილი იყო მათი შედეგები.

მე არ მჭირდება არავის კვლევები, ძალიან კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება პარტია ქართული ოცნების და ჩემ მიმართ. მე ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან. არ დამიკარგავს ეს კომუნიკაცია, რაც პოლიტიკაში ვარ. ყოველდღიურ რეჟიმში ასეთი პროექტების განხორციელების ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, ვესაუბრებით, ვუსმენთ, ვიღებთ მათ ტკივილს, რა სჭირდებათ, რა უნდა გაკეთდეს, რა არის მოსაწესრიგებელი, ვაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმებს, რა გაკეთდება მომავალში, როგორი იქნება ხვალ მათი უბანი, მათი რაიონი და დედაქალაქი. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბარისას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევაზე.

კომენტარები