პროპორციული არჩევნები

ხოშტარია IRI-ზე: ოპოზიციას ერთად 2-ჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს, მთავრობას ლეგიტიმაცია აღარ აქვს

ხალხის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ისინი არიან უკმაყოფილოები იმითი, რაც ხდება და მეორე ის, რომ როდესაც მთავრობას აქვს 23% მხარდაჭერა და ოპოზიციას ერთად აღებულს, მნიშვნელობა არ აქვს რომელს, ერთად აღებულს ორჯერ მეტი - ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მთავრობას ლეგიტიმაცია აღარ აქვს.

ძალიან ნათელია სურათია - ქართულ ოცნებას აღარ უჭერენ მხარს. ეს არის ზუსტად წყარო, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩვენზე ადრეც იცოდა, ზომავს ამ განწყობებს, ძალიან კარგად იცის. ეს არის წყარო იმ არაადეკვატურობის, რასაც ისინი ჩადიან. ეს მათი სისუსტის ნიშანია, შეშინებული ხელისუფლების ნიშანი, რომელსაც ჰქონია, რომ სპეცრაზმით შეინარჩუნებს ძალაუფლებას.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია IRI-ს კველვებზე. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მომვალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, ქართულ ოცნებას ხმას 23% მისცემდა, ოპოზიციურ პარტიებს კი - ჯამურად 41.

კომენტარები