არჩევნები 2020

ჩუგოშვილი: უმრავლესობის სხდომაზე ვთქვით, რომ პროპორციულის ჩაგდებას მძიმე შედეგი მოჰყვებოდა

სამშაბათს ეჭვი გაჩნდა უმრავლესობაში, მათ შორის ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან - რამე ხომ არ ხდება. ამის მერე ჩატარდა ორი უმრავლესობის სხდომა, ორივე სხდომაზე გვქონდა საუბარი, რომ თუ ეს ჩავარდება, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, მათ შორის, ეს წითელი ხაზი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ მაინც ბოლო წამამდე მქონდა იმედი, მჯეროდა [რომ მიიღებდნენ კონსტიტუციური ცვლილების პროექტს]

ყოფილი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი TV პირველის ეთერში. მან ქართული ოცნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა.

კომენტარები