პროპორციული არჩევნები

ჩუგოშვილი: შენობების ბლოკირება და ჯაჭვების დადება პროტესტის კანონიერი ფორმა არ არის

აუცილებელია, რომ პროტესტის გამოთქმაც კანონის ჩარჩოებში და კანონის ფორმებში რჩებოდეს.

პროტესტის გამოხატვასაც თავისი წესები აქვს და კანონის ჩარჩოებიდან, მე არ ვფიქრობ, რომ რაიმეს გასვლა არის გამართლებული, ლეგიტიმური და სწორი. მე კანონს ვცემ ძალიან დიდ პატივს, ასე გავიზარდე და ამას ჩემთვის აქვს მნიშვნელობა.

შენობების ბლოკირება, ჯაჭვების დადება, კარების აჭედვა და ასე შემდეგ, ეს არანაირი კანონიერი ფორმა არ არის, ეს არის ასე, მორჩა და დამთავრდა, ეს წერია კანონში.

მე ეს ფორმები სწორი არ მგონია, უბრალოდ, გული მწყდება იმაზე და იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მაჟორიტარების გადაწყვეტილებამ, პარლამენტის კენჭისყრის შედეგებმა პროცესი გაისროლა ქუჩაში და გაისროლა რადიკალური ფორმებისკენ.

შენობის გათავისუფლების ფორმალური საფუძველი არსებობდა, რადგან კანონის დარღვევით იყო შენობა ბლოკირებული და ჯაჭვები დადებული, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიციის გამოყენება ხდება საჭირო იმისთვის, რომ პოლიტიკოსები ვერ თანხმდებიან ერთმანეთში, რამდენჯერ უნდა გავიაროთ ეს გზა

ყოფილი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი TV პირველის ეთერში პარლამენტთან აქციის სპეცრაზმით დაშლაზე. ჩუგოშვილმა ქართული ოცნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა.

კომენტარები