პროპორციული სისტემა

ყაველაშვილი პროპორციულზე: ნებისმიერ დანაპირებს გადავთქვამ, თუ ქვეყანას ემუქრება საფრთხე

თუ მე დავინახე რამე საშიშროება ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ წუთს და დავინახე უფრო მეტი რისკი, ვიდრე ეს შესაძლებელია რაღაც გადაწყვეტილების უკან, რა თქმა უნდა, მე ვალდებული ვარ, გულწრფელი ვარ შინაგანად ჩემი თავის წინაშე, საზოგადოების წინაშე, სახელმწიფოს და სამშობლის წინაშე, ეს ხმამაღლა განვაცხადო.

ზუსტად ამ რისკების ფაქტორი როცა დავინახე და ამ რისკებზე პასუხის გაცემა ყველას გაუჭირდა, გუნდის შიგნითაც მქონდა ამაზე დისკუსია, აქედან გამომდინარე, მე დავინახე, რომ გადაგდება ეს არ არის და პირობის მიცემა, კიდევ ერთხელ ვიტყვი - ნებისმიერ ჩემს დანაპირებს გადავთქვამ, თუ რაიმე სახით ვხედავ, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას ემუქრება საფრთხე

ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი TV პირველის ეთერში, კითხვაზე, რატომ შეცვალა პოზიცია და ჩააგდო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი. ყაველაშვილი კანონპროექტის ერთერთი ინიციატორი და ხელმომწერი იყო.

კომენტარები