უგულავა: ყველა უწყება დაბოქლომდება, სანამ არ მივაღწევთ პროპორციულ რიგგარეშე არჩევნებს

ყველა სახელმწიფო უწყება დაბოქლომდება მანამ, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ პროპორციულ რიგგარეშე არჩევნებს. ჩვენ უკვე დავაანონსეთ ორშაბათ საღამოს მსვლელობა. ღამე დავრჩებით ჩვენ პარლამენტთან და უკვე სამშაბათს დანიშნულია პლენარული სხდომა, რომლის პიკეტირებასაც მოვახდენთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ... კარგად უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ. ისინი თავს გვაჩვენებენ თითქოს მუშაობენ. აი ეს უწყებაც [პროკურატურა].

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი პროკურატურასთან მივიდა, სადაც რამდნეიმე წუთის წინ ოპოზიციის წევრებმა, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები