ბოკერია: გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის შეფასებას საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ

ე.წ გერმანული პრინციპის მოდელზე უტიფარ სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ ეს კონსტიტუციას არ შეესაბამება და არაფერი არ გამოვა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მოდელი, ჩვენს კონსტიტუციასთან ადაპტირებული, გერმანულ პრინციპზე აგებული, რიგ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გავუგზავნოთ და ვთხოვოთ მოსაზრება, ექსპერტული ანალიზი, ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება თუ არა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, დასკვნა იქნება, რომ კონსტიტუციას შეესაბამება. ეს მოხდება სწრაფად და დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება ივანიშვილის და მისი რეჟიმის გაშიშვლება არა მხოლოდ ქართული საზოგადოების თვალში, აქ, მგონი, ყველაფერი ნათელია, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე. ეს პრობლემები ივანიშვილის რეჟიმს, პერსონალურად მას და ყველას, ვინც მას მხარს უჭერს, კიდევ უფრო გაუღრმავდებათ საერთაშორისო ასპარეზზე და შეიძლება მივიდეს კრიტიკულ ზღვრამდე. წინ ელით ბევრი უსიამოვნება ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე.

თქვა ეროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

კომენტარები