ბოკერია: ჩუგოშვილი ვერ შეძლებს ნორმალურობის ილუზიის შექმნას

როგორი მიუღებელიც არ უნდა ყოფილი უმრავლესობიდან გასული დეპუტატების კარიერა პოლიტიკურად ჩემთვის, მე მესმის, რომ უმრავლესობის დატოვება იყო მინიმალური პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალურად, ეს ივანიშვილისთვის ხელის შეწყობაა, რადგან იქ შემოვა მეორე დეპუტატი, რომელიც გააგრძელებს ივანიშვილის გზას. ეს ცუდი არჩევანია. ასევე, მე დღეს მოვისმინე ქალბატონი ჩუგოშვილის განცხადება, რომ ფრაქციას შექმნიან და იმედი აქვთ, რომ იქნება სავსე და ნორმალური პოლიტიკური პროცესი. თუ ქალბატონ ჩუგოშვილს ან მის ყოფილ უფროსს, ივანიშვილს, აქვთ ილუზია, რომ ამით შექმნიან ნორმალურობის ილუზიას, ვითომ არაფერი არ მომხდარა და ჩვეულებრივად გრძელდება ამბავი, ვერც ჩუგოშვილი და ვერც ვერავინ სხვა ეგეთი ვერ შექმნის განცდას, რომ ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრება მიდის. ამ მცდელობით დაადასტურებენ, რომ ივანიშვილმა დაამცირა, გავიდნენ უმრავლესობიდან, მაგრამ რეალურად ივანიშვილის პოლიტიკური მონების რიგში რჩებიან. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება, მათ შეუძლიათ ამის დემონსტრირება მარტივად, პოლიტიკური განცხადებებით პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მათ შორის გერმანული მოდელის პრინციპთან დაკავშირებით. თავი დაანებონ ნორმალურობის ილუზიის შექმნას, რითაც თვით ლუსტრაციას მოახდენენ როგორც ახალ როლში, როგორც დანიშნული პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში. 

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

კომენტარები