18 ნოემბრის აქციის დაშლა

გომეში: მხარდაჭერა ქართველ ხალხს, რომელიც ოლიგარქიას ებრძვის ევროპული ღირებულებებისთვის

ჩემი სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს, რომელიც ოლიგარქიას ებრძვის ევროპული ღირებულებებისთვის: ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის. ევროკავშირმა მათ სიტყვიერი და ქმედითი მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს

ყოფილი ევროპარლამენტარი ანა გომეში ამას Twitter-ზე წერს. მან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) თავმჯდომარის, ეკა გიგაურის, პოსტი გააზიარა, სადაც ჩანს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ აქციაზე როგორ ასხამენ წყლის ჭავლის მანქანით წყლის ნაკადს მოხუც კაცს, რომელსაც ხელში ევროკავშირის დროშა უკავია.

კომენტარები