ივანიშვილი და პროპორციული არჩევნები

ჯაში პროპორციულის მოწინააღმდეგეებზე: რთულია დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და იმ განცხადებების საფუძველზე, რაც მოსმენილი მაქვს, არასდროს ბატონ ბიძინას და პარტიის ლიდერებს არ გამოუთქვამთ საწინააღმდეგო პოზიცია. მაგრამ ვიცით რა, არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, რომ უმრავლესობა პრაქტიკულად ყოველთვის ეთანხმებოდა პოლიტიკურ ლიდერშიფს გადაწყვეტილებებში, რთულია დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება.

უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილა მას ჰკითხა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მოქმედება თუ არა პროპორციულის მოწინააღმდეგეების ჯგუფი დამოუკიდებლად, ივანიშვილის ნების საწინააღმდეგოდ.

კომენტარები