ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

გახარია ვაჟა გაფრინდაშვილზე: ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათის რეჟიმში. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და, რა თქმა უნდა, სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში.

რა თქმა უნდა, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის საკითხს. ვაჟა გაფრინდაშვილი 13 დღეა, ცხინვალის იზოლატორში, "საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით" იმყოფება.

კომენტარები